Friday, January 25, 2013

ხელოვნება ჩვენს ცხოვრებაში


ხელოვნება ეს ნიჭიერი ადამიანის მიერ სამყაროს შემოქმედებითი აღქმაა. ამ აღქმის ნაყოფი ეკუთვნის არა მხოლოდ მის შემქმნელს, არამედ პლანეტა დედამიწაზე მცხოვრებ კაცობრიობას.
ესაა უკვდავი შემოქმედება ძველ ბერძენ მოქანდაკეთა და არქიტექტორთა, უნიკალური ქართული ჩუქურთმა, მოზაიკის ფლორენციელ ოსტატთა ფერწერა, რაფაელისა და მიქელანჯელოს ნაძერწი ქვა; ბახის, მოცარტის, შუბერტის, ყანჩელის უკვდავი მუსიკა...
ხელოვნება საყოველთაოა, არ გააჩნია დრო, საზღვრები, ენა, ეროვნება, სქესი და მხოლოდ ემოციის ჯაჭვით გადაეცემა ერთოდან მეორეს... სუნთვა გეკვრის, როდესაც ცდილობ გონებით ჩაწვდე ყველაფერს – გენიოსების მიერ შექმნილს, შენახულსა და გაგრძელებულს, შემდეგ კი გადაცემულს მემკვიდრებისა და მიმდევრების მიერ. სადაც და რა დროშიც არ უნდა ეცხოვრა ადამიანს, თავისი განვითარების განთიადზე ცდილობდა მის გარშემო არსებული სამყაროს გააზრებას, მიისწრაფვოდა ჩაწვდომას და გაგებას მანამდე ჯერგანუცდელისა და ამოუხსნელია. ცდილობდა  გასაგებად გადმოეცა მიღებული ცოდნა შემდგომი თაობებისათვის. ასე წარმოიშვა კედლის მხატვრობები კატაკომბებში (გამოქვაბულებში)-ადამიანთა ძველ სადგომებში.  ხელოვნების ეს ნაწარმოებები იქმნებოდა სამყაროს ჰარმონიულობისა და სილამაზის, ბუნების სრულყოფილებით მიღებული ემოციების გადმოსაცემად და გასაზიარებლად. 
კითხვა, თუ რა როლს თამშობს ხელოვნება ადამიანის ცხოვრებაში, ისევე ძველია, როგორც პირველი მცდელობები მისი თეორიული გააზრებისა. და მაინც, როგორ ზემოქმედებს ადამიანზე ხელოვნების თავბრუდამხვევი სამყარო
?... ჯერ კიდევ ანტიკური ესტეტიკა ცდილობდა პასუხი გაეცა ამ კითხვისთვის.
კაცობრიობა არ ტკეპნიდა ერთ ადგილს, ის თანდათანობით მიიწევდა წინ და მაღლა, ასევე ვითარდებოდა ხელოვნებაც, ის იყო ადამიანის თანმხლები ყველა ეტაპზე, მის ხანგრძლივ და მტანჯვველ გზაზე. ხელოვნება რეალობიდან მომდინარეობს, მაგრამ ამავდროულად ირეალურ სულს ისხამს. სწორედ რეალობის მიბაძვა ამყარებს ხელოვნების შესაძლებლობებს და ახდენს ადამიანზე მორალურ და ესთეტიკურ გავლენას, მოქმედებს რა მისი  გრძნობების ხასიათის  ფორმირებაზე.
კულტურის ისტორიამ დააფიქსიარა ბევრი შემთხვევა, თუ როგორ იმოქმედა ხელოვნების აღქმამ  ადამიანის ამა თუ იმ გადაწყვეტილებაზე,  დადებით იმპულსზე, ცხოვრების წესისა და ტიპის კონფიგურაციაზე. გმირული რომანის წაკითხვით ღარიბი იდალგო კეხანა გადაიქცა დონ კიხოტ ლამანჩელად და გამხდარი ,,როსინანტეთი“ გაემგზავრა შორეთში, რათა ებრძოლა ქარის წისქვილებთან  დედამიწაზე სამართლიანობის განსამტკიცებლად...
აღორძინების ეპოქა აღგაფრთოვანებს თავისი სიმაღლეებით, რომელსაც მიაღწიეს მხატვრებმა და პოეტებმა, მუსიკოსებმა და არქიტექტორებმა. რაფაელისა და ლეონარდო დავინჩის  უკვდავი ქმნილებები დღემდე ატყვევებს თავისი სრულყოფილებით,  პლასტიურობით, კაცობრიობის როლისა და დანიშნულების ღრმა გააზრებით, სადაც ადამიანის ხვედრია გაიაროს მოკლე, მაგრამ მშვენიერი და ზოგჯერ ტრაგიკული გზა.
ჩვენ ვცდილობთ გავუგოთ, მივუახლოვდეთ გენიოსების მიერ დანახულ სამყაროს. განა ეს არაა ხელოვნების მთავარი დანიშნულელბა? ის განკუთვნილია ადამიანის სრულყოფილებისთვის.
შემოქმედი ყველა ვერ იქნება, მაგრამ ეცადო შეაღწიო გენიოსი შემოქმედების არსში, მიუახლოვდე მშვენიერის შეცნმობას ეს ჩვენს ძალებშია. ხელოვნება იმითაცაა მშვენიერი და განსაკუთრებული, რომ  იქმნება რჩეულების მიერ და ეკუთვნის მილიონებს.
ხელოვნება მრავალსახოვანი, მრავალშრიანი და მარადიულია, მაგრამ სამწუხაროდ მას არ შეუძლია ადამიანებზე გავლებნა იქონიას მათი პირადი ნების, გონებრივი დაძაბულობისა და აზრთა გარკვეული მუშაობის გარეშე. ადამიანს უნდა მოესუვოს ისწავლოს, დაინახოს და გაიგოს მშვენიერი, მაშინ ხელოვნება იქონიებს გავლენას მასზე და მთელს საზოგადოებაზე ერთად.
ხელოვნება ყოფიერების საზომი ერთეულია. ადამიანი თავისი არსებობის მცირე მონაკვეთში განიცდის იმდენ ნათელ, ლამაზ და დაუვიწყარ მომენტებს, რომ ის სამუდამოდ ილექება მის მეხსიერებაში. წონასწორობის გამო არსებობს გარკვეული კონტრასტები, - სამწუხარო პერიოდები ცხოვრების გზაზე. ისინი ჩვეულებრივ ფარავენ ყველაფერს რაც სითბოთი და სიყვარულით იყო შეფუთული და გადააქცევენ ჩვენს მრავალფერ სამყაროს ნაცრისფერს ჩვეულებრივობად. მაგრამ საბედნიეროდ დედამიწაზე არსებობს ისეთი ფუნჯები ფერადი საღებავებით რომ უკეთესად აფერადებენ სამწუხარო მომენტებს. ერთ-ერთ  ასეთ ფუნჯს წარმოადგენს სწორედ ხელოვნება-უდიდესი და საიდუმლო წყარო სილამაზის, სიყვარულისა და შთაგონების.
ხელოვნება იმდენად მრავალფეროვან და ფართოა, რომ როცა ხვდები მას  ყოველდღიურ ცხოვრებაში, ფიქრდები ნუთუ ეს ის არის? ხელოვნება ყველგანაა, მაგრამ ყველას არ მიეცა მისი გახსნის უნარი.  თვითეული მადგანისთვის ის საკუთარი განცდაა-ისე როგორც ადამიანმა იპოვა თავის გულში.პოეზია ეს დიდებული ფორმაა რომელშიც შესაძლებელია განხორციელდეს ადამიანის აზრი. როცა ჩვენ შევუერთდებით ავტორის შემოქმედებას ჩვენს შევიცნობთ ჩვენს არსს ისე, როგორც ყველა სიტყვასა და სტრიქონში შემოქმედი გადმოღვრის თავის ყველაზე სანუკვარ გრძნობებს. მწერლები ხომ ჩვენს წინ საკუთარ სულს ხსნიან და აშიშვლებენ. პოეზიამ, არაერთხელ იხსნა კაცობრიობა საშინელი უბედურებისგან. ყველაზე მზიმე პერიოდებში ლიტერატურა პოულობდა გზას ყოველი ადამიანის გულისაკენ და ნერგავდა მათში სიყვარულის, სიკეთის და მშვიდობის მარცვალს...და მუსიკა? მუსიკა... შემოდგომის ფოთლის მელოდიაა, რომელიც ნელა წვება მიწაზე, ჩიტების გალობის ხმა, წვიმის წვთი, გულისცემა, ყველაფერ ამას ის აერთიანებს თავის თავში. მუსიკალური ნაწარმოები ყველა დროში სარგებლობდა პოპულარობით. აქ ხომ უდიდესი ჟანრობრივი მრავალფეროვნებაა, სადაც ყველა ადამიანს შეუძლია იპოვოს რაღაც თავისი, ძალიან ახლობელი.  როგორც სტენდალი ამბობს: ,,მუსიკა, როცა ის სრულყოფილია, გული ისეთ მდგომარეობამდე მიყავს, როგორც საყვარელ არსებასთან ურთიერტობით ტკბობაა. ანუ ის იძლევა უდაოდ ყველაზე ნათელ განცდებს ან სულის ტკივილის გამოძახილს, რომელიც კი შესაძლბელია დედამიწაზე“. მელოდიას გადმოაქვს ჩვენში საიდუმლო, ახლობელი ყოველი მომენტისათვის, სადაც გეჩვენება, რომ ყველა ტკბილი და სანუკვარი ოცნებება ხორცს შეისხამს. ფერწერა - ეს ავტორის ყველაზე ნათელი პორტრეტია.  შედევრები, იქმნება მხოლოდ მაშინ, როცა ადამიანი ნამდვილად ხსნის თავის გულს და საღებავებს აძლევს ნებას გადმოსცენ მთელი ემოცია და გრზნობა. მხატვარი ხატავს არა იმას რასაც ხედავს, არამედ იმას რასაც გრძნობს, ისევე როგორც გრძნობს ღამეს ვინსენტ ვანგოგი, ხოლო სივრცეს კლოდ მონე. ამგვარად, ხელოვნების ნაწარმოების აღქმის უნარი გემოვნების ზრდით ვლინდება.  რომლის შინაარსიც ფართოა, ვინაიდან ის იტევს თავის თავში არა მხოლოდ ხელოვნებისადმი მის დამოკიდებულებას, არამედ  რეალობის ესთეთიური გააზრების თავისებურებებს.გემოვნება ფორმირდება არა მხოლოდ ხელოვნებასთან ურთიერთობით, არამედ იმით, თუ როგორი ხარისხის ხელოვნებითა და  გარემოებით იქნება ნასაზრდოები მისი ესთეტიური გემოვნების ზრდა. ხელოვნება-ეს ცხოვრებაა.  ყოველ ახალ დღეს, ცდილობ ხელოვნების თანაგრძნობას მაგრამ  მთავარიაყოველთვის გახსოვსდეს მუსიკა დედის იავნანის. შექმენი მეხსიერებაში ნახატები მშვენიერი მომენტების და შეიტანე პოეზია შენს გულში, წარმოისახე და შექმენი...  ცხოვრების რეალობა ხომ, ხელოვნების მსგავსი სრულყოფილებისგან მაინც ასე შორსაა...


1 comment: